Emirates-ი საკუთარ მგზავრებს ყოველდღიურად 215 000 კერძს აწვდის

ავიაკომპანია Emirates ყოველდღიურად ახორციელებს 490 რეისს და წუთში 149 კერძს არიგებს. სულ დღეში –საკუთარ მგზავრებს ყოველდღიურად 215 000 კერძს აწვდის. მათი მომზადების პროცესში ჩართულია 1400 შეფ-მზარეული – დუბაიში მდებარე Emirates In-Flight Catering Service-ის თანამშრომლები და პარტნიორი საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაში.
მთელი წლის განმავლობაში, Emirates, ფრენის დროს, მგზავრებს მრავალფეროვან, გემრიელ და ნოყიერ კერძებს სთავაზობდა 2200 განსხვავებული რეცეპტის მენიუდან. თითოეული მათგანი ორგანიზმისთვის საჭირო ნახშირწყლების, ცილების და მცენარეული ნივთიერებების დაბალანსებულ კომბინაციას წარმოადგენს. წლის განმავლობაში Emirates-მა ბორტზე 6 000 000 კგ ქათამი, 350,000 კგ საქონლის ხორცი, 266,000 კგ ატლანტიკური ორაგულის ფილე, 2 200 000 კგ კარტოფილი, 1 700 000 კგ პასტერიზებული კვერცხი, 3000 კგ ახალი პური და სხვა ვეგანური და ვეგეტარიანული კერძი მიაწოდა.
Emirates-ის შეფ-მზარეულებმა ერთი წლის განმავლობაში 938 000 კგ-ზე მეტი ახალი ნაღები, 32 000 კგ ქეშიუს თხილი, 98 000კგ ახალი მარწყვი და 42 000კგ მწვანე სალათა გამოიყენეს, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ვერტიკალურ ფერმა Emirates Bustanica-ში იყო მოყვანილი. პირველი და ბიზნეს-კლასის კლიენტებისთვის კერძები, ცნობილი იტალიური ბრენდის, Monte Vibiano-ს, 3 500 000 ბოთლი ზეითუნის ზეთისა და ბალზამიანი ძმრის და 14 000კგ ავსტრალიური Yarra Valley ფეტა ყველის გამოყენებით შეიქმნა. გარდა ამისა, მათთვის 1 200 000 ძროხის სტეიკი იყო შემწვარი. პირველი კლასის მგზავრებმა ასევე შეუზღუდავი რაოდენობით – ერთი წლის განმავლობაში 10 350კგ ხიზილალა მიირთვეს.
წყარო: avianews

ასევე დაგაინტერესებთ