emguide.ge – ბაჩანა შენგელიამ არჩევნებზე ემიგრანტების ჩართულობის გასაზრდელად საიტი წარადგინა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის გასაზრდელად იურისტმა ბაჩანა შენგელიამ ახალი პლატფომა emguide.ge წარადგინა. შენგელიას თქმით, პლატფორმა არც პირდაპირ და არც ირიბად, არ იქნება არცერთი პარტიის კუთვნილება და ემიგრანტებისთვის იქნება გზამკვლევი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
“წლების განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მძიმე ვითარების გამო, საქართველოდან ძალიან ბევრ მოქალაქეს მოუწია წასვლა. მე არ მეგულება ადამიანი, რომლის მეგობარი, ან ოჯახის წევრი არ იმყოფება საზღვარგარეთ. სამწუხაროდ ეს ტენდენცია გრძელდება და მათი რაოდენობა უკვე მილიონს აღწევს. პირადად ჩემი ოჯახის 9 წევრია ემიგრაციაში წასული. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტების როლი ძალიან დიდია ჩვენს ეკონომიკაში და ეკონომიკის დიდი ნაწილი მათ ტიტანურ შრომაზე დგას, რიგი მიზეზების, მათ შორის ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო, მათ არ ეძლევათ არჩევნებში, ქვეყნის მართვაში მონაწილეობის საშუალება.

[…] აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა პლატფორმა emguide.ge, რომელიც ჩვენი ემიგრანტებისთვის იქნება გზამკვლევი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს პლატფორმა, არც პირდაპირ და არც ირიბად, არ იქნება არცერთი პარტიის კუთვნილება. ჩვენი ერთადერთი ამოცანა იქნება, რომ ემიგრანტები დარეგისტრირდნენ საკონსულო აღრიცხვაზე რათა შეძლონ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი ვისაც საჭიროება ექნება მოხდება საარჩევნო უბნებზე მათი ტრანსპორტირების ორგანიზება” – თქვა შენგელიამ.
პლატფორმის პრეზენტაციაზე ენმ-ს წევრმა და ექსპრეზიდენტ ს პირადმა წარმომადგენელმა, მ თქვა, რომ სახელი “ემ გიდი” მსგავსია კოვიდპანდემიის დროს მის მიერ შექმნილი “მედგიდის” სახელისა. სოფო ჯაფარიძე ემ გიდის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
“სახელი ემ გიდი შემთხვევით არ მოგვიფიქრებია. მე ინდა გავიხსენო 2020 წელი, დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა იდგა უდიდესი კრიზისის წინაშე და დრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები კოვიდ პანდემიის დროს, ჩვენი ასი ათაოსბით მოქალაქე სრულად ყურადღების მიღმა დარჩენილები ითხოვდნენ შველას. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მე აუცილებლად ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლაში დავდებდი ჩემს წილ აგურს და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადარჩენილიყო და სწორედ მაშინ ჩემს საოცარ გუნდთან ერთად შევქმენი პლატფორმა მედგიდი, რომელმაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ახლა დროა სწორედ ემ გიდის პლატფორმის, რომელმაც გააერთიანა უამრავი ადამიანი, პლატფორმა, რომლის უკან დგას უდიდესი გუნდი. გუნდი, რომელიც შედგება ექიმებისგან, ხელოვანებისგან, პოლიტიკოსებისგან, სამოქალაქო ატივისტებისგან, ახალგაზრდებისგან, იურისტებისგან, მედიამენეჯერებისგან, ჟურნალისტებისგან და ა.შ. დიახ, სწორე ემ გიდმა უნდა გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, სადაც ემიგრანტების როლი არის უდიდესი” – თქვა ჯაფარიძემ.