Emerald ჯგუფი – 10 წელი ლოგისტიკაში

2014 წელს დაარსებული Emerald ჯგუფი, ერთ-ერთი წამვყანი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჩინეთი-საქართველოს ბაზარზე ოპერირებს.
კომპანიას გააჩნია საკუთარი ოფისი და საწყობი ჩინეთის ქალაქ იუვუში. კომპანიის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი უზრუნველყოფილია ადგილზე მყოფი პროფესიონალი გუნდის მიერ, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ ტვირთს — იქნება ეს კონსოლიდირებული თუ დიდი მოცულობის — დანიშნულების ადგილს უვნებლად და უსაფრთხოდ მიაღწიოს.
ამჟამად, Emerald ჯგუფი B2B და B2C სეგმენტს გადაზიდვის სარკინიგზო და საზღვაო ლოგისტიკურ მეთოდებს სთავაზობს. კომპანიის ტარიფები, რომელიც FCA (Free Carrier) პირობებზეა დაფუძნებული, ბაზარზე გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანია.

Emerald ჯგუფი კომპანიის შესაძლებლობებისა და ეფექტური მომსახურების გაზრდის პერსპექტივით 2025 წლის პირველ კვარტალში თავისი წარმომადგენლობის გაფართოებას ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში გეგმავს, რაც გააძლიერებს მის პოზიციას ჩინეთის ინდუსტრიულ და სავაჭრო ცენტრებში.

საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების გარდა, Emerald ჯგუფის სერვისის ერთ-ერთი განსაკუთრებული კომპონენტია “Trading მომსახურება” ჩინეთში. ამ სერვისით მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ ნებისმიერი პროდუქტი პირდაპირ ჩინეთიდან. კომპანიის გუნდი პასუხისმგებელია მთელ პროცესზე — პროდუქტის მოძიებიდან და შეძენიდან ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირებამდე.