El Nacional: “ლივერპული” სალაჰის შემცვლელად როდრიგოს განიხილავს

El Nacional-ის ცნობით, “ლივერპული” გუნდის ეგვიპტელი შემტევის მოჰამედ სალაჰის შემცვლელად “რეალის” ვინგერ როდრიგოს განიხილავს.
მოგეხსენებათ, “მერსისაიდელთა” 32 წლის ვარსკვლავი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და სავარაუდოდ, კონტრაქტს არ გაახანგლძრივებს.
თავის მხრივ, თუ სასურველ თანხას მიიღებენ, 24 წლის ბრაზილიელის გაშვების წინააღმდეგი არც “რეალი” იქნება და სავარაუდოდ, ეს თანხა 100 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება.
ინფორმაციისთვის, როდრიგომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში