El Gol Digital: პერესი ანჩელოტის დაითხოვს და სეზონის ბოლომდე გუნდს ამ მწვრთნელს ჩააბარებს

El Gol Digital სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მალე გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაითხოვს.
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მადრიდულ გუნდს სეზონის ბოლომდე სანტიაგო სოლარი ჩაიბარებს, რომელიც “ბლანკოსს” 2018/19-წლების სეზონში 6 თვით უკვე ხელმძღვანელობდა.
El Gol Digital-ის ინფორმაციით, ზაფხულში “რეალის” მთავარი მწვრთნელი “ლევერკუზენის” ამჟამინდელი დამრიგებელი ხაბი ალონსო გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში