El Gol Digital-ი მიქაუტაძეზე: სარეკორდო ინვესტიცია ამოქმედდა – “ვილიარეალს” შეუძლია თანხა სამმაგად აინაზღაუროს

ვალენსიურმა El Gol Digital-მა გიორგი მიქაუტაძეს წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ „ვილიარეალის“ მიერ სარეკორდო თანხად შეძენილი ქართველის ტრანსფერი ამართლებს და კლუბს შეუძლია თანხა გაორმაგებული ან გასამმაგებული დაიბრუნოს:
„უკვე რაც შევნიშნეთ, იმის საფუძველს იძლევა, რომ კლუბი ინვესტიციას აინაზღაურებს. მართალია, პირველ მატჩებში ფრანგ-ქართველმა ზოგიერთი ეჭვი დაბადა, მაგრამ თანდათან მარსელინიოს სათამაშო სისტემას მოერგო და თავი წარმოაჩინა.
24 წლის თავდამსხმელმა თავისი პირველი მატჩი „ატლეტიკოსთან“ ჩაატარა და მაშინვე სასტარტოს ფეხბურთელი გახდა. წაგებულ შეხვედრაში (0:2) „ლიონის“ ყოფილი ფორვარდი საუკეთესოდ ნამდვილად არ გაისარჯა, თუმცა „ოსასუნასთან“ თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდს „კერამიკაზე“ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ ბოლო დაპირისპირებაში საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, რომლის პასით სოლომონმა საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.
მაშინ, როდესაც გიორგის საბაზრო ფასი 22 მილიონი ევრო იყო, „წყალქვეშა ნავმა“ 31 მილიონად შეიძინა (5 მილიონი ლიონმა კიდევ ბონუსების სახით უნდა მიიღოს). სწორედ ამ თანხად არის ამჟამადაც შეფასებული, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, თუ ამავე დონეზე თამაშს გააგრძელებს, მისი ფასი გაცილებით მოიმატებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია და როგორც ირწმუნებიან, მომავალი ზაფხულისთვის 50 მილიონს მიაღწევს.
მიქაუტაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა კლუბმა ამხელა თანხის გადახდა. ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ამ სეზონში გაბრწყინებას გააგრძელებს და მარსელინიოს შეტევით სქემაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.
გამოცემა აგრეთვე წერს, რომ გაუგებარია რატომ მიჰყიდეს შემტევი ნახევარმცველი ეტა ეიონგი „ლევანტეს“ ასე იაფად (3 მილიონზე ოდნავ მეტად), მით უმეტეს, როცა თანხის ნაწილი მისმა ყოფილმა კლუბმა „კადისმა“ მიიღო, თუმცა კამერუნელის გამოსყიდვის და უკან დაბრუნების ვარიანტი არსებობს.
· გიგო პაპა 50 კი არა, პასები არ მოაკლონ თანაგუნდელებმა და თუ ერთ წელიწადში 80-100 მილიონი არ გახდეს ჟორჟის ფასი, მაგასაც ვნახავთ. გოლების ავტომატია ეს ბიჭი, რით ვერ გაიგეს ამ ტოპ-გუნდებმა? რა უნდა მაგას ვილიარეალში, არგენტინელი ან ბრაზილიელი რომ იყოს, უკვე ლივერპულში ან ბარსაში იქნებოდა.
· tngh ჟორჟი სულ მალე “ატლეტიკოში” ამოყოფს თავს… თანაც ღირსეულად.
“იმსახურებდა თუ არა “ოქროს ბურთის” სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?” – სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ევროპა ლიგა. “შტურმი” კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა – გუგეშაშვილი “პაოკმა” განაცხადში არ შეიყვანა
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით – “ვილიარეალმა” “სევილიას” მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და “თამაში გააკეთა” – როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს – მამარდაშვილი და მიქაუტაძე
[VIDEO] როგორ ველოდით – მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
[VIDEO] აკი კარში ვერ ურტყამსო – მიქაუტაძის ნანატრი გოლი და “ვილიარეალის” გამარჯვება
“ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან” – “ვილიარეალის” პოსტი მიქაუტაძეზე