El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, “ატლეტიკო” მამარდაშვილის შეძენას შეეცდება

“ატლეტიკოს” მეკარეს, იან ობლაკს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ინდიელთა” დატოვება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito-ს ჟურნალისტი ალექს სილვესტრე ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სლოვენიელი მეკარე “როხიბლანკოს” დატოვებს, მაშინ “ატლეტიკო” “ლივერპულის” კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას შეეცდება.
გამოცემის ცნობით, ობლაკის დამატებით არაბული კლუბები ინტერესდებიან და მეკარის თაობაზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თავად 33 წლის მეკარემ ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა “ლივერპული” გიორგი მამარდაშვილის ამ ზაფხულსვე გასხვისებას.