Edison Research: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, ხოლო 11.2 % გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%;

„გირჩი“ – 5.2%,

„ლეიბორისტული პარტია“ 3.3%,

„პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ 2.6%,

„მოქალაქეები“ 2.2%;

„ევროპული საქართველო“ 1.9%,

„სამართლიანობისთვის“ –  0.9%,

სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება/ხალხის ძალა“ – დარწმუნებულია არჩევანში 85%; შეიძლება შეიცვალოს არჩევანი 15%;

„ერთიანობა: ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ შესაბამისად 78% და 22%;

„ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი“ 65% და 35%;

„საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 63% და 37%;

„კოალიცია ცვლილებებისთვის: ახალი/გირჩი-დროა“ – 59% და 41%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 53% და 47%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

ასევე დაგაინტერესებთ