Edison Research: „ოცნება“ – 34%, ოთხი დიდი ოპოზიციური გაერთიანება – 53%

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 33%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუმცა,ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ოცნებისას“ ბევრად აღემატება.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხულებს ჰკითხეს, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო ტარდებოდეს. შედეგები, „ფორმულას“ ცნობით, შემდეგია [აღნიშნულია, რომ შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით]:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 33%
· ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
· გახარია – საქართველოსთვის – 11%
· ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
· „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 14%
· გირჩი () – 4%
· ლეიბორისტული პარტია – 5%
· პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
· სხვა პარტიები – 1.2%
გამოკითხვა ჩატარდა 01.10 – 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ