Edison Research: მოსახლეობის აზრით, 3 მთავარი პრობლემა განათლება, პენსიები და ნარკოტიკებია

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 17%-ის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას განათლებაა. პროცენტულად ამდენივე ადამიანი გამოყოფს სხვა ორ პრობლემას, კერძოდ, პენსიებსა და ნარკოტიკების არალეგალურ გამოყენება-გავრცელებას. კვლევა ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.
მოსახლების 15%-თვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჯანდაცვაა, ხოლო 11% ასეთად საქართველოში რუსების მიგრაციას ასახელებს.
გარდა ამისა, კითხვაზე, თუ რამდენად ეთანხმება ან არ ეთანხმება ხალხი მოსაზრებას, რომ ფასების მატება საქართველოში ხელისუფლების ბრალია, მოსახლეობის 43%-მა სრული, ხოლო 28%-მა ნაწილობრივი თანხმობა გამოთქვა. წინადადებას მოსახლეობის 12% სრულიად არ ეთანხმება.
გარკვეული შეკითხვების შემთხვევაში, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, რამდენიმე პასუხის არჩევა დაიშვებოდა.