Edison Research – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36.6% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 21.5%, „საქართველოსთვის“ – 8.8%, „ლელო“ – 6.7%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
„ქართული ოცნება“ – 36.6%;
„ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 21.5%;
„საქართველოსთვის“ – 8.8%;
„ლელო“ – 6.7%;
„გირჩი/დროა“ – 5%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 4.7%;
„ხალხისთვის“ – 3.7%;
„ალტ-ინფო“ – 3%;
„გირჩი“ () – 2.9%;
„ხალხის ძალა“ – 2.5%;
„მოქალაქეები“ – 1.7%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1.7%;
„ევროპული საქართველო“ – 0.7%;
სხვა – 0.5%.
ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა