Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 36.6%, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 36.6%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%-მა, საქართველოსთვის – 8.8%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:
· ლელო – 6.7%
· გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა – 5%
· ლეიბორისტული პარტია – 4.7%
· ხალხისთვის () – 3.7%
· კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 3%
· გირჩი () – 2.9%
· ხალხის ძალა – 2.5%
· მოქალაქეები – 1.7%
· პატრიოტთა ალიანსი – 1.7%
· ევროპული საქართველო – 0.7%
· სხვა 0.5%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.