Economist: კრემლი, ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის საქართველოზე კონტროლის დამყარების მიზანთან

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Economist წერს. მათი ინფორმაციით, მიღებული შედეგებით, კრემლი, ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის საქართველოზე კონტროლის დამყარების მიზანთან. სტატიაში ასევე საუბარია ს დღეს დაფიქსირებულ დარღვევებსა და არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოზე.

“26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო გადამწყვეტი მომენტი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოდესღაც დემოკრატიული რეფორმებისთვის დასავლეთი მიესალმა. მისმა პროევროპულმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ეს შესაძლოა ყოფილო ბოლო შანსი, რომ ამჟამინდელი ანტიდასავლური მთავრობის მიერ მიყენებული ზიანი გამოსწორებულიყო და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებულიყო.

თუ ოფიციალურ შედეგებს დავუჯერებთ, ეს შანსი, როგორც ჩანს, გაქრა: ხმების 54%-ით, მმართველმა, ს მაამებელმა “ქართულმა ოცნებამ” გადამწყვეტი გამარჯვება მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ოთხი ოპოზიციური პარტიის ალიანსმა მხოლოდ 38% მიიღო. ასეთი შედეგით, ს კრემლი ისე ახლოს არის თავის მზიანთან, როგორც არასდროს – შექმნას კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც გააკონტროლებს.

[…]

საქართველოში არჩევნების მონიტორინგის ჯგუფები აცხადებენ, რომ მათ დააფიქსირეს საარჩევნო კანონმდებლობის ფართომასშტაბიანი დარღვევები და ოპოზიციამ უარი თქვა შედეგების მიღებაზე. არჩევნები “მოპარული იყო”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ არჩევნების შემდეგ შუაღამისას გამართულ ბრიფინგზე.

[…]

2022 წლის დასაწყისში რუსეთის მიერ ში შეჭრის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ საქართველო”, ოდესღაც დასავლელი მოკავშირე, ამოუცნობ წყლებში წაიყვანა. პარტიას აკონტროლებს , მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა. მთავრობამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რამაც გააბრაზა მისი პროდასავლური მოქალაქეები. იგი გადაიხარა ავტორიტარიზმისკენ, სცემა და დააშინა მომიტინგეები და ოპონენტები. მიუხედავად იმისა, რომ მან მოითხოვა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში (და მიიღო იგი გასულ დეკემბერში), სწრაფადვე დაიწყო ამ მიღწევის საბოტაჟი, ნაწილობრივ დასავლეთის მუდმივი კრიტიკით. გაწევრიანების მოლაპარაკებები ახლა შეჩერებულია”, – წერია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ