ECB–მ, 2025-2026 წლებში, ევროზონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი შეამცირა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) შეამცირა 2025 წელს ევროზონის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 0,9%-მდე დეკემბერში მოსალოდნელი 1,1%-დან.
მომავალი წლის მოლოდინი 1.4%-დან 1.2%-მდე გადაიხედა, ნათქვამია მარტის სხდომის შემდეგ მარეგულირებლის განცხადებაში. 2027 წლის შეფასება უცვლელი რჩება 1.3%.
ECB-მ გაზარდა სამომხმარებლო ფასების ზრდის პროგნოზი წელს 2,3%-მდე, წინა პროგნოზის 2,1%-დან. 2026 წელს კვლავ მოსალოდნელია 1,9%-იანი ზრდა. 2027 წლის შეფასება გადაიხედა 2%-მდე 2.1%-დან.
interfax