EBS KOREA საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. მედიატური სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
კორეის ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები: თბილისს, მცხეთას, თელავს, სიღნაღს, დედოფლისწყაროს, სტეფანწმინდას, წალკას, ფარავნის ტბას, ვარძიას, ახალციხეს, სამთო კურორტს გოდერძის, ლატალს, მესტიას და უშგულს ესტუმრნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. EBS Korea-ს როგორც ონლაინ პლატფორმას, ასევე ტელევიზიას მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ტურის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია სამხრეთ კორეაში და მაღამხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა სამხრეთ კორეიდან საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო