EBRD 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს თბილისის წყლის ქსელის ინფრასტრუქტურას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, იგივე, EBRD-ი, ინვესტიციას ახორციელებს Georgia Global Utilities-ის მწვანე ევროობლიგაში. წყალმომარაგების კერძო კომპანია მიიღებს დაფინანსებას შესაბამისი მწვანე პროექტებისთვის. ამის შესახებ “კომერსანტს” EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს.
· EBRD მხარს უჭერს ქართული კერძო წყლის ფირმის მიერ მწვანე ევროობლიგაციების გამოშვებას.
· Georgia Global Utilities აგენერირებს 300 მილიონ დოლარს მწვანე პროექტების დასაფინანსებლად.
· EBRD 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს თბილისში წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) წარმატებით მიიღო მონაწილეობა მეორე მწვანე ევრობონდის გამოშვებაში Georgia Global Utilities-ის (GGU) მიერ, 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, 300 მილიონი აშშ დოლარის შეთავაზებიდან. GGU-ს გაუჩნდა ფინანსური რესურსი საქართველოს დედაქალაქ თბილისში წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
მწვანე ევროობლიგაციის საქართველოში გამოცემას ასევე დაუჭირეს მხარი გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა DEG-მა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და აზიის განვითარების ბანკმა.
მწვანე ევრობონდი ჩამოთვლილია Euronext Dublin-ში და შეესაბამება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრის ასოციაციის მწვანე ბონდის პრინციპებს. გამოცემა ხელს შეუწყობს GGU-ს განვითარებას და გრძელვადიან ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას, მხარს უჭერს მის გარემოსდაცვით მისწრაფებებს. ის დაეხმარება კომპანიას დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნებაში. GGU რჩება ერთადერთ კერძო ინფრასტრუქტურულ კომპანიად რეგიონში, რომელიც გამოსცემს მწვანე ობლიგაციებს.
პროექტი არის პირველი მწვანე ობლიგაცია EBRD Green Cities-ის ფარგლებში. ესაა პროგრამა, რომელმაც უკვე დაუჭირა მხარი რვა პროექტს თბილისში ფლაგმანი მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მეშვეობით. პროექტი მიზნად ისახავს ინვესტიციებს წყლის სექტორში და გადაჭრის ისეთ გარემოსდაცვით გამოწვევას, როგორიცაა წყლის დანაკარგები.
შეგახსენებთ, EBRD არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. დღეისათვის ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 299 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 82 პროცენტი კი კერძო სექტორშია.