EBRD ცენტრალურ აზიაში ჰესების პროექტებისთვის $1.5 მილიარდამდე სესხს გასცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ცენტრალური აზიის ჰიდროელექტროსადგურების პროექტებისთვის $1.5 მილიარდამდე სესხს გასცემს.
როგორც EBRD-ის პრეზიდენტი Reuters-თან ამბობს, EBRD სამი სუვერენული სესხის გაცემას განიხილავს, თითოეული $500 მილიონის ოდენობით, რაც ბანკის მესვეურთა დისკუსიასა და EBRD-ის საბჭოს საბოლოო თანხმობას საჭიროებს. ოდილ რენო-ბასომ ისიც თქვა, რომ განახლებად ენერგიაში, ბატარეის საწყობებსა და ელექტროგადამცემ ქსელებში ინტერესი ლიდერ ქვეყნებში მზარდია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტექნოლოგია იაფდება.
მისივე მტკიცებით, მწვანე ენერგიის დაფინანსებისადმი გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება.
ცნობისთვის, ევროკავშირთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და სამი ქვეყნის მთავრობებთან ერთად, EBRD-მა უკვე მოაწერა ხელი $1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს ყირგიზეთში მშენებარე პროექტისთვის.
ცენტრალურ აზიაში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი არის The Kambar-Ata 1. მისი კომბინირებული 1860-მეგავატიანი სიმძლავრე, სავარაუდოდ, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ელექტროენერგიის მიწოდებას და სოფლის მეურნეობის წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.