EBRD-მა და GCF-მა “თიბისი ბანკს” $25 მილიონის სესხი გამოუყო – რაზე დაიხარჯება?

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) “ ბანკს” 25 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტებისკენ. კერძოდ, EBRD-ი გამოყოფს სესხის 75%-ს, ხოლო GCF-ი დარჩენილ 25%-ს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ერევანში, EBRD-ის 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე მოეწერა.