EaP-ის ინდექსში საქართველო მესამე ადგილზეა, პირველზე – მოლდოვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე , ხოლო მესამეზე საქართველოა.
როგორც EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.
“EaP-ის 2023 წლის ინდექსი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ეს ორი კანდიდატი ქვეყანა სტაბილურად ახორციელებს ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც გაწევრიანების გზის პროცესის გასაგრძელებლად ბრიუსელი მათგან ელის”, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება საქართველოს, დოკუმენტში საუბარია, რომ ქვეყანამ ბევრ სფეროში უკუსვლა განიცადა, რაც პოლიტიკურ პოლარიზაციაზეც აისახება. ქვეყნების საერთო ქულები ასე გადანაწილდა:
· სომხეთი – 0,61;
· აზერბაიჯანი – 0,47;
· ბელარუსი – 0,45;
· საქართველო – 0,63;
· მოლდოვა – 0,70;
· უკრაინა – 0,63.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
· სომხეთი – 0,7;
· აზერბაიჯანი – 0,37;
· ბელარუსი – 0,24;
· საქართველო – 0,65;
· მოლდოვა – 0,78;
· უკრაინა – 0,72.
ევროკავშირთან პოლიტიკის დაახლოების მიმართულებით:
· სომხეთი – 0,57;
· აზერბაიჯანი – 0,5;
· ბელარუსი – 0,38;
· საქართველო – 0,64;
· მოლდოვა – 0,64;
· უკრაინა – 0,6.
მდგრადი განვითარების მიმართულებით:
· სომხეთი – 0,55;
· აზერბაიჯანი – 0,53;
· ბელარუსი – 0,72;
· საქართველო – 0,6;
· მოლდოვა – 0,68;
· უკრაინა – 0,67.