Eagle S-ის ქართულ ეკიპაჟს ფინეთმა ბრალი ოფიციალურად წაუყენა

ფინეთის პროკურატურამ „Eagle S“-ის ნავთობტანკერის კაპიტანსა და პირველ და მეორე ოფიცრებს სამშაბათს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა ფინეთის ყურეში გამავალი მიწისქვეშა კაბელები გაჭრეს.
ეჭვმიტანილები საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.
ბრალდების მხარის მტკიცებით, გემის ეკიპაჟმა ფინეთის ყურეში, წყლის ქვეშ დაახლოებით 90 კილომეტრის სიგრძის თევსაჭერი ბადე გაიყვანეს, რა დროსაც საერთაშორისო მნიშვნელობის კაბელი დააზიანეს.
დაზიანებული Estlink 2-ის ინტერნეტკაბელი ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებს; მიღებული ზარალი კი სულ მცირე 60 მილიონ ევროს შეადგენს.
Eagle S ოფიციალურად კუკის კუნძულებზეა რეგისტრირებული, თუმცა მას არაბული კომპანია Caravella LLC FZ ფლობს.
კომპანიის იურისტების განცხადებით, დაზიანება ფინეთის სასაზღვრო ზოლს მიღმა, ღია ზღვაში მოხდა და ფინეთს ამ საქმეში იურისდექცია არ აქვს.
ამ დროისთვის დაკავებული პირები ბრალდებას უარყოფენ.