Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია – მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში, მაგრამ როდესაც აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა

Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია – მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში, მაგრამ როდესაც აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა
ახლა Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში და სიფრთხილე, რაც გასაგები მოვლენაა, მაგრამ მოწინააღმდეგეთა მხრიდან, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს. გიორგობიანი აღნიშნავს, რომ არც საბჭოთა კავშირის დროს, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობისას აპირებდა მთელი ხევსურეთში გადმოსახლებას და არც Eagle Hills-ის შემდეგ გადმოსახლდება არაბეთის ნახევარკუნძული ორთაჭალაში.
“საქართველოში ყოველი მეგა პროექტის პერსპექტივა უმალ მოწინააღმდეგეების გააქტიურებას იწვევს. ასეთი იყო ჯერ კიდევ სსრკ დროს ტრანსკავკასიური მაგისტრალი, შემდეგ ხუდონჰესი (ამ ორივე პროექტის გაჩერებაზე მეც გამარჯვებული მეგონა თავი და აქედან ვხედავ როგორ გამოგვიყენეს პროექტების შესაჩერებლად მათ ვინც დღეს ელ.ენერგიას ჰყიდის ჩვენზე), უახლეს წარსულში ძალიან საეჭვო “რიონის მცველები”, რამაც საქართველოს დიდი ფინანსური ჯარიმა მოუტანა. ახლა Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია. დიდი პროექტების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, პროექტის ფარგლებში, დემოგრაფიული ექსპანსია. ტრანსკავკასიური მაგისტრალის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა რუსიფიკაციის შიში, ახლა Eagle Hills -ზე არაბების მასიური ჩამოსახლების საფრთხეს ხატავენ.
მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში და სიფრთხილე, ეს აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგეთა მხრიდან, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა. ცხადია არც ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობისას აპირებდა მთელი გადმოსახლებას ხევსურეთში და არც Eagle Hills-ის შემდეგ გადმოსახლდება არაბეთის ნახევარკუნძული ორთაჭალაში. ეკონომიკური განვითარების და წინსვლის გარეშე ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღება გამორიცხულია, განვითარება თავის მხრივ საჭიროებს ასეთ პროექტებს. საქართველოში ყოველ ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენი მეზობლები და არა მარტო ჩვენთან. ალბათ გახსოვთ ცოტა ხნის წინ რამდენი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ე.წ. “ზანგეზურის დერეფანს” როგორც ირანის, ასევე რუსეთის მხრიდან (აქაც ინერვიულა ზოგიერთმა, ფუნქციას ვკარგავთო). მაშინვე გაჩნდა სომხეთშიც ასეთი კარგი შესაძლებლობების მოწინააღმდეგე “გულანთებული”ჯგუფები. შედეგად პროექტი გაჩერდა. ჩვენს შემთხვევაშიც ბევრჯერ გვაქვს ანალოგიური, აშკარად გარედან მართული სცენარი ნანახი. იმედია ამჯერად ვეღარ შეძლებენ ამ გზით მიზნის მიღწევას და საქართველოში დაირღვევა ეს “ტრადიცია”.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში