E-noticies სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი “სიტი” სეზონის ბოლოს გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას გაუშვებს.
უფრო მეტიც, აღნიშნული წყაროს ცნობით, მანჩესტერელებმა პეპის შემცვლელი უკვე შეარჩიეს და ეს “კომოს” ამჟამინდელი თავკაცი სესკ ფაბრეგასი იქნება.
“ქალაქელების” ბოსებს ახალგაზრდა დამრიგებლის საფეხბურთო იდეები და ფილოსოფია ძალიან მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ ეს “ეტიჰადზე” წარმატების მომტანი იქნება.
“სიტი” ამჟამად პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
