E-Motors Georgia-მ საავტომობილო სექტორში წლის ყველაზე დიდი შეთავაზება დაიწყო – მასშტაბური სეზონური ფასდაკლება E-Motors Georgia-ს კატალოგში არსებული პრემიუმ კლასის ჩინური ავტომობილების ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე. 2024 წელს კომპანიამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება პოტენციური მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად შავი პარასკევის შეთავაზება ადრე დაეწყო. ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მეტი დრო და სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რისი დროც მომხმარებლებს ნაკლებად რჩებათ შავი პარასკევის დატვირთულ სეზონზე. 2024 წლის შეთავაზების ფარგლებში კი შეგეძლებათ ესტუმროთ კომპანიის შოურუმს, დეტალურად გაეცნოთ წარმოდგენილ მოდელებს და დაჯავშნოთ ტესტდრაივი თქვენი რჩეული მოდელისთვის.
შეთავაზების ფარგლებში წარმოდგენილი მოდელების ფასები $17,000-დან $93,000-მდე დიაპაზონში მერყეობს. ნებისმიერი სეგმენტის მომხმარებელი იპოვის მის პირად საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებულ მოდელს. შავი პარასკევის ფასდაკლება 2024 ავტომობილებზე ვრცელდება HONGQI-ის პრემიუმ კლასის ავტომობილებზე, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლებით; Jetour-ის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჯიპებზე; Dayun-ის კომფორტულ 7-ადგილიან ელექტრო მინივენზე, რომელიც იდეალურია ოჯახებისთვის; და Forthing-ის კომპაქტურ, მრავალფუნქციურ, მიმზიდველი დიზაინის SUV-ზე.
