Dyson x PORTER-ის კოლაბორაციით ყურსასმენების ახალი ვიზუალი და ჩანთა შეიქმნა

დაისონის ყურსასმენები ყოველთვის განვითარებისკენ ისწრაფვის, ახლა კი უკვე საკუთარი ჩანთაც აქვს, რათა მეტად შესაფერისი იყოს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც დიზაინს ყოველდღიურობის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამ იდეით დაიწყო Dyson x PORTER OnTrac Limited Edition-ის შექმნის პროცესი…
OnTrac-ის ყურსასმენები დაისონმა პირველად 2024 წელს გაგვაცნო, როგორც მისი მეორე პერსონალური აუდიოსკენ გადადგმული ნაბიჯი. ხმის აქტიურად ჩახშობა, კომფორტზე ორიენტირებული მასალები და მოდულარული დიზაინის დეტალები შემოგვთავაზა. ზემოთ აღნიშნული ამბისთვის კი ყველაფერი უცვლელი დატოვა შესრულების მხრივ, გარდა ვიზუალისა — ყურის ხუფები დამუშავებულია CNC დანადგარით შავ ნიკელში და მასზე ლაზერით PORTER არის გრავირებული.
ხოლო თანამშრომლობის მეორე მხარე კომპაქტური ჩანთის შექმნას გულისხმობდა, რომელიც სპეციალურად OnTrac ყურსასმენებისთვის დამზადდებოდა და აღჭურვილი იქნებოდა, როგორც ინტეგრირებული დამჭერით, ისე მტვრისგან დამცავი საფარით.
შედეგად, ჩანთა იაპონიაში ბრენდის მიერ შექმნილი მჭიდროდ ნაქსოვი ნეილონის გამოყენებით შექმნეს, რომელიც თავისი გამძლეობითა და წყალმედეგობითაა ცნობილი. რბილი სამაგრებიც აქვს და კარგად მოწესრიგებული შიდა განყოფილებებიც. როგორც ყურსასმენებზე, ისე ჩანთაზე მუქ ლურჯ ფერს ვხვდებით სტაფილოსფერი და ხაკისფერი დეტალებით.
თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ასეთი მხოლოდ 380 ყურსასმენისა და ჩანთის ნაკრები იქნება ხელმისაწვდომი, თითოეულს კი უნიკალური ციფრი ექნება მინიჭებული. ფასიც ამ შეზღუდული ოდენობის შესაბამისია და თავიდან ამერიკაში 699.99 დოლარად გაიყიდება.
www.marketer.ge