DRG-სთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს, რომ სამართლიან თამაშის წესებზე შევთანხმდეთ – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, DRG-სთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა დაწყებულია. BM.GE-ის კითხვის პასუხად, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოწვევებზე საუბარი კერძო სექტორთან ღიად მიმდინარეობს და ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაზეც ყველა მოთამაშე თანახმა იქნება.
“ამ დღეებში ჩატარებული არაერთი შეხვედრის ფარგლებში, მათ შორის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს შეხვედრებს კლინიკებთან იმისთვის რომ დადგინდეს რა არის მთავარი პრობლემატიკა. ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულებით გარკვეული მეთოდიკა, წესრიგი, თამაშის წესები უნდა არსებობდეს. არის გარკვეული სირთულეები და ამაზე სექტორთან ღიად ვსაუბრობთ, რომელთა მოგვარებაზეც რეალურად მუშაობა დაწყებულია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, კარგად უნდა იყოს შეფასებული, საიმისოდ რომ ახალი რისკები არ გაჩნდეს. კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ პრობლემების მოსასმენად, გადასაჭრელად და ვფიქრობ, ეს დარგსაც კარგად ესმის. ანალოგიურ განწყობას ველოდებით,საიმისოდ რომ სამართლიანი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ უკლებლივ ყველა მოთამაშე რომლებიც საბოლოოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებს მოვემსახურებით”, – განაცხადა მ.