dram და Alipay+ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ

• სომხეთში ჩასულ უცხოელ ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ Alipay+-ის დახმარებით მარტივად და უსაფრთხოდ გადაიხადონ QR კოდების საშუალებით, რაც ტურისტულ მომსახურებას ქვეყნის სავაჭრო ობიექტის 85%-ზე მეტი ნაწილისთვის გაუმჯობესებს.
• Idram-ის სტრატეგიული პარტნიორობა Alipay+-თან სომხეთს გლობალურ ციფრულ გადახდათა ეკოსისტემას უერთებს და ადგილობრივ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, სრულად ჩაერთონ საერთაშორისო ტურისტულ ნაკადებში.
სომხეთის წამყვანმა ციფრულმა გადახდების პლატფორმამ Idram-მა Ant International-ის მიერ ოპერირებულ Alipay+-თან პარტნიორობა გააფორმა.
ამჟამად, სომხეთი კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Alipay+-ის მიღება შესაძლებელია. თანამშრომლობა Idram-ის არსებულ ციფრულ ინფრასტრუქტურას ეყრდნობა და მიზნად ისახავს, დააკავშიროს ადგილობრივი ბიზნესები საერთაშორისო მოგზაურებთან, გააძლიეროს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ხელი შეუწყოს ციფრული ტრანსფორმაციას.
ახლა Alipay+-ის მომხმარებლებს Idram-ის QR კოდების საშუალებით გადახდა ათასობით ადგილობრივ ობიექტში შეუძლიათ, პირდაპირ საკუთარი ციფრული საფულიდან. ამასთან ერთად, მათ ექნებათ წვდომა ადგილობრივ ფასდაკლებებსა და ლოიალობის პროგრამებზე.
„ეს თანამშრომლობა Idram-ის ინოვაციური და საერთაშორისო ხედვის ნათელი მაგალითია. ჩვენი QR ინფრასტრუქტურის Alipay+-ისთვის გახსნით, საერთაშორისო გადახდებს უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ გამოცდილებად ვაქცევთ მილიონობით გლობალური მომხმარებლისთვის, რომლებიც სომხეთში მოგზაურობენ“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი, არსენ ქდენიანი.
უახლოეს თვეებში, სომხეთის საცალო და ტურისტული ინდუსტრიის 85%-ზე მეტი მათ შორის წამყვანი სუპერმარკეტები, სასტუმროები და პოპულარული ტურისტული ლოკაციები, Alipay+-ის პარტნიორი აპლიკაციებისა და ციფრული საფულეებით გადახდას შეძლებენ.
Idram-ის სავაჭრო ქსელის ფარგლებში, 25,000-მდე ობიექტი Alipay+-თან თავსებადი გახდება.
მომხმარებლებისთვის, მაღაზიებში განთავსდება სპეციალური Alipay+-ის ბრენდირებული მასალები, რომლებიც მიუთითებს QR გადახდების შესაძლებლობაზე.
არსენ ქდენიანის განცხადებით, პარტნიორობის ფარგლებში Idram აგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებითაც, რომ მისი მომხმარებლები მომავალში Alipay+-ის საერთაშორისო ქსელში გადახდების განხორციელებასაც შეძლებენ.
Alipay+ ამჟამად 1.7 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს, 36 სხვადასხვა გადახდის აპლიკაციიდან, 100 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტთან 70 ქვეყანაში.
ეს თანამშრომლობა სომხეთს პოზიციონირების საშუალებას აძლევს, როგორც რეგიონულ ჰაბს გლობალურ ციფრულ გადახდებში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რათა საზღვრებს მიღმა გაფართოვდნენ.
„მოხარული ვართ, რომ Idram-თან თანამშრომლობით Alipay+-ის სერვისები სომხეთშიც ამოქმედდა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო მოგზაურებისთვის. „Alipay+-ის საშუალებით, სომხეთის ნებისმიერი ზომის ბიზნესი შეძლებს ჩაერთოს გლობალურ ტურიზმის ეკონომიკაში და მიიღოს სარგებელი ციფრული ტრანსფორმაციიდან“ – ამბობს Alipay EMEA რეგიონის გენერალური მენეჯერი, პიეტრო კანდელა.
Idram-ის შესახებ
Idram დაარსდა 2004 წელს და დღეს სომხეთის წამყვანი ციფრული ფინანსური პლატფორმაა. კომპანია მომხმარებლებსა და ბიზნესებს სთავაზობს ელექტრონულ საფულეს, QR/NFC გადახდებს, ფულად გზავნილებსა და სხვა ფინანსურ მომსახურებებს.
Alipay+-ის შესახებ
Alipay+ არის Ant International-ის ციფრული საფულეების ერთიანი პლატფორმა, რომელიც გლობალურ მომხმარებლებს და ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს საზღვარგარეთული გადახდებისა და ციფრული გადაწყვეტილებების მეშვეობით. მომხმარებლები Alipay+-ის საშუალებით იღებენ გადახდების სიმარტივეს, ფასდაკლებებს და ციფრულ სერვისებზე წვდომას, საკუთარ რჩეულ საფულეში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას.
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Alipay+ წარმოადგენს ხელსაწყოს ეფექტიანობის გასაზრდელად და მრავალარხიანი განვითარების უზრუნველსაყოფად.
Idram-ის საქმიანობა რეგულირდება სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ.