Dragon Ball – პირველი თემატური პარკი, რომელიც საუდის არაბეთში აშენდება

საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ აშენებს თემატურ პარკს ცნობილი იაპონური ანიმაციური სერიალის Dragon Ball-ის მიხედვით.
პარკის ცენტრში განთავსებული იქნება 70 მეტრის სიმაღლის დრაკონის კონსტრუქცია და 30 ატრაქციონი.
აღნიშნული პარკი იქნება მსოფლიოში პირველი, რომელიც დაფუძნებულია პოპულარულ მედია ფრანჩაიზზე.
ცნობისთვის, Dragon Ball კომიქსების სერიის დებიუტი 1984 წელს შედგა. საუბარია ბიჭზე, სახელად სონ გოკუზე, რომელიც ცდილობს შეაგროვოს ჯადოსნური დრაკონის ბურთები, რომლებიც მას სუპერძალას აძლევს.
ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გაყიდვადი იაპონური კომიქსი.