ჩინურმა ავტომწარმოებელმა Dongfeng Motor Group-მა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით ჭკვიანი მანქანების ბრენდი გამოუშვა. ამის შესახებ Wall Street Journal იტყობინება.
ახალ ბრენდის ავტომობილებს, სახელწოდებით Sharing Intelligence (Yue Xiang Zhi Neng), სატრანსპორტო საშუალების ინტელექტუალური და ჭკვიანი მართვის ფუნქციების ექნება.
ახალი ბრენდის მანქანებს ასევე ექნებათ ჭკვიანი კაბინები, რომლის ღრუბლოვან სერვისებთან, მობილურ მოწყობილობებთან და ჭკვიან სახლებთან ინტეგრაცია იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, Dongfeng-მა ახალი ელექტრო მანქანების (new energy vehicles – NEV) ცალკე ბრენდი შექმნა, რომლის მიზანი 3 წელიწადში 10-ზე მეტი ავტომობილის მოდელის წარმოებაა.
საერთო ჯამში, Dongfeng მიზნად ისახავს, რომ 2025 წლისთვის 1 მილიონზე მეტი NEV მანქანა გაყიდოს.