DISNEY, WARNER, SONY მასკის ანტისემიტური კომენტარის გამო TWITTER-თან თანამშრომლობას წყვეტს

კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Sony და Paramount სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter) რეკლამის განთავსება დროებით შეაჩერეს.
Hollywood Reporter-ის ინფორმაციით სტუდიებმა საქმიანი ურთიერთობა სოციალურ ქსელთან, მისი მფლობელის, ილონ მასკის ანტისემიტური კომენტარის გამო შეაჩერეს.
ახლო წარსულში მასკი X-ში დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ “რომ ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ”.
ამ დროისთვის X-ის ყველაზე დიდი სარეკლამო პარტნიორები Disney და Apple არიან.
მასკის კომენტარს განცხადებით მალევე თეთრი სახლი გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა თავაძე: [ახლა რამ გამახსენა იზა გიგოშვილი? მერე რა, თუ ოთხი დღის წინ 90 შეუსრულდებოდა, არც გახსენებია ვინმეს – (არც სამინისტროს, არც მის თეატრს… რა კარგია, რომ ჯერ კიდევ სახიფათოა!) – მადლობა ღმერთს!]