Deutsche Bank–ი არ ელოდება ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას 2025 წელს
Deutsche Bank–ის ანალიტიკოსები 2025 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აღარ პროგნოზირებენ.
ამავდროულად, ისინი მიიჩნევენ, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა გადაწყვიტოს სესხების ხარჯების გაზრდა 2026 წელს, გასულ შაბათ-კვირას აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების დადების შემდეგ.
გასულ კვირას Goldman Sachs-მა და BNP Paribas-მაც უარი თქვეს პროგნოზებზე, რომლებიც წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობდა. HSBC-ის ექსპერტებიც მსგავს მოსაზრებას იზიარებენ.
