Deutche Welle: ტრამპმა აიოვაში წინასწარ კენჭისყრაში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიოვაში ჩატარებულ „რესპუბლიკური პარტიის“ წინასწარ კენჭისყრაში, ე.წ. „კოკუსებში“ გაიმარჯვა. მან 50%-ზე მეტი ხმა მიიღო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამ არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევა ხდება. მეორე ადგილზე ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი გავიდა. მას „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა 20%-მა მისცა ხმა. სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილ გუბერნატორს ნიკი ჰეილის ამომრჩეველთა 19%-მა მისცა ხმა.

აიოვაში გამართული კენჭისყრა პირველადი პარტიული არჩევნების მრავალთვიანი პროცესის დასაწყისია, რომელიც ივლისსა და აგვისტოში „რესპუბლიკელების“ და „დემოკრატების“ პარტიული კონფერენციებით დასრულდება. აიოვას კოკუსების გამარჯვებულები, როგორც წესი, პრეზიდენტობის კანდიდატები არ ხდებიან. ეს მცირე შტატია, რომლის შედეგებსაც საბოლოო გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება რონ დესანტისის რეიტინგს, რომელიც ტრამპის ძირითადი კონკურენტია პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, ის ბოლო დროს შემცირდა, ხოლო მესამე კანდიდატის, ნიკი ჰეილის რეიტინგი, პირიქით, იზრდება.

„დემოკრატიული“ პარტია კი წელს აიოვაში კენჭისყრას ფოსტით ჩაატარებს. მისი შედეგები 5 მარტს გახდება ცნობილი. შემდეგ კი პარტიული არჩევნები ნიუ-ჰემპშირში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს