Deutche Welle: ზელენსკი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის წინა ხაზზე, ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რაბოტინოში იმყოფებოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ზაპოროჟიეს ოლქი. რაბოტინო. 65-ე მექანიზებული ბრიგადის პოზიცია. ვესაუბრე ჩვენს სამხედროებს, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი“, – დაწერა ზელენსკიმ ფეისბუკში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზელენსკიმ ოპერატიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია „ზაპოროჟიეს“ ოპერატიული დაჯგუფების სარდლისგან, ვლადიმერ გორბატიუკისგან მოისმინა. ზელენსკისთან ერთად ზაპოროჟიეს ოლქში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იმყოფებოდა.

რაბოტინოში ჩასვლა – ზელენსკის პირველი ვიზიტია ფრონტის ხაზზე 2024 წელს. ბოლოს ის ფრონტზე 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა. მაშინ ზელენსკი ავდეევკაში ჩავიდა.

სოფელი რაბოტინო ზაპოროჟიეს ოლქის ორ პატარა ქალაქს – ტოკმაკსა და ორეხოვოს შორის მდებარეობს. ორეხოვოს უკრაინული ძალები აკონტროლებენ, ხოლო ტოკმაკს – ს ჯარი. ტოკმაკი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია, შესაბამისად რუსული ძალები ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ მიმართულებით უკრაინელთა წინსვლა არ დაუშვან. რაბოტინო ფრონტის წინა ხაზზე მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ