Deutche Welle: აშშ-ის თეთრი სახლი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მხარს უჭერს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

თეთრ სახლში მხარს უჭერენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით 300 მლრდ. დოლარის ოდენობის რუსული აქტივების კონფისკაცია იქნება შესაძლებელი, რომელიც რუსეთში სამხედრო აგრესიისგან დაზარალებული უკრაინის აღდგენას მოხმარდება. ეს აშშ-ის უშიშროების ნაციონალური კომიტეტის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს გადაეცა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა რუსული აქტივების კონფისკაციას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც „რესპუბლიკელებმა“ კონგრესში უკრაინისთვის 60 მლრდ. დოლარის ოდენობის დახმარება დაბლოკეს, რადგანაც ეს, შესაძლოა, აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე დიდი დატვირთვა გახდეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ახლა თეთრი სახლი ცდილობს დააბალანსოს ამ და სხვა საფრთხეებს შორის. არსებობს მოსაზრება, რომ რუსული აქტივების კონფისკაცია აშშ-ის ფინანსური სისტემის და დოლარის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება. ასევე ვაშინგტონმა ეს საკითხი G7-ის მოკავშირეებთან უნდა შეათანხმოს, განსაკუთრებით ევროპელებთან, ვინაიდან გაყინული რუსული აქტივებიდან 200 მლრდ. აშშ დოლარი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებშია.

უკრაინის წინააღმდეგ ს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ აშშ და ევროკავშირი უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საშუალებას ეძებენ, რომელიც საერთაშორისო კანონებს არ ეწინააღმდეგება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის კანონიერი საშუალებები არ არსებობს, ევროკავშირი ამ თანხების რეინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, როდესაც აქედან მიღებული შემოსავალი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს