Der Spiegel: შოლცი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სურთ, რომ ბერლინმა ს დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს გერმანიაში 23 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე.
გამოცემა Der Spiegel-ის წყაროების ინფორმაციით, ამას ეწინააღმდეგება ფედერალური კანცლერი, სოციალ-დემოკრატი .
გამოცემის თანახმად, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იარაღის ახალი პარტიით უკრაინის დახმარების აუცილებლობას იმით ასაბუთებენ, რომ ბოლო თვეებში ს შეტევის დაჩქარების გამო ფრონტზე უკრაინის მდგომარეობა გაუარესდა და ამასთან, გაურკვეველია განაგრძობს თუ არა უკრაინის სამხედრო დახმარებას ს ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, ოლაფ შოლცი უარს იმით ხსნის, რომ გერმანიის მომავალი მთავრობა, რომელიც თებერვლის ს შემდეგ ჩამოყალიბდება, ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენონ.
გარდა ამისა, შოლცი სწრაფად მოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმარისია უკრაინის დასახმარებლად გერმანიის წლევანდელი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული 4 მილიარდი ევრო.
გერმანული გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ რეალურად ოლაფ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის დროს გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, რათა ამით სოციალ-დემოკრატების პოტენციური ამომრჩევლების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.
ევროკავშირის სახელმწიფოებიდან უკრაინას ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გერმანია უწევს.
ამასთან, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის მიწოდებაზე.
კიევმა გერმანიის კანცლერი გააკრიტიკა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამოც, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოლცმა პანდორას ყუთი გახსნა.
ფორუმი