Delfi: ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს, რომლის ჩანთასაც „ვაგნერის“ სიმბოლოები ჰქონდა

ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჰქონდა ზურგჩანთა უკრაინაში მებრძოლი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ სიმბოლოებით. ამის შესახებ Delfi იუწყება.

ლიეტუვის აეროპორტების პრესმდივნის ტადას ვასილიაუსკას თქმით, დაკავების შემდეგ მგზავრის ნივთები საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, თუმცა საფრთხის შემცველი არაფერი აღმოუჩენიათ.

პრესმდივანი ამბობს, რომ სიმბოლოების გამო პოლიცია და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური მაინც გამოიძახეს.

ლიეტუვის მოქალაქე აკრძალული სიმბოლოების გამოყენების გამო დააჯარიმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა