DEF-AI 2025: საქართველო ციფრული ფინანსებისა და AI ინოვაციების ყურადღების ცენტრში

რეგიონული სცენა გლობალური იდეებისთვის – კრიპტო, და ა.შ.
თბილისი ემზადება DEF- 2025-ისთვის. კონფერენციისთვის, სადაც ერთიანდება ციფრული ფინანსები, კრიპტო, ბლოკჩეინი და ხელოვნური ინტელექტი.
ორგანიზატორი DGFI უკვე დამკვიდრდა, როგორც კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გლობალურ ექსპერტებს, ინოვაციურ სტარტაპებსა და პროგრესულ ინვესტორებს ერთ სივრცეში.
DEF-AI 2025 არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური კონფერენცია, ის საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ერთგვარ ჰაბად, სადაც მომავლის ციფრული ეკონომიკა აქტიურად ყალიბდება.
მომავლის ეკონომიკა – WEB3 სამყარო, კრიპტო აქტივები და AI ტექნოლოგია
კონფერენცია ეხება ისეთ თემებს, რომლებიც სცდება მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩარჩოებს.
დისკუსიების ფარგლებში მიმოხილული იქნება, თუ როგორ ინტეგრირდება ციფრული აქტივები, ანუ კრიპტო, გლობალურ და ტრადიციულ ბაზრებში, როგორ ქმნის ტოკენიზაცია ახალ ღირებულებით სისტემებს და როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებას.
DEF-AI აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, არამედ მათ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებსა და შედეგებზე.
Cryptal – DEF-AI-ის მხარდამჭერი
DEF-AI-ის მრავალწლიანი წარმატების ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორი იმ კომპანიების მუდმივი მონაწილეობა და ჩართულობაა, რომლებიც ამ ინდუსტრიას მომავლის მიმდინარეობად განიხილავენ.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია საქართველოს წამყვანი კრიპტო ბირჟა, Cryptal არის, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს მსგავს წამოწყებებსა და კონკრეტულად DEF-AI-ის.
როგორც ღონისძიების მხარდამჭერი, Cryptal მიესალმება დისკუსიებს კრიპტოს, Web3-ისა და AI-ის გარშემო. Cryptal-ისა და DEF-AI-ის მეგობრობა კი, კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება გლობალური ტენდენციების თარგმნა ქართულ ბაზარზე პრაქტიკულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გადაწყვეტებად.