DeepState – რუსულმა ძალებმა ავდიივკას დასავლეთით კიდევ ორი სოფელი დაიკავეს

DeepState-ის ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით წინ მიიწევენ და ლასტოჩკინოს შემდეგ მათ სოფლები – სტეპნოე და სევერნოე – აიღეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა ორლოვკას, ბერდიჩევსა და ტონენკის მახლობლად წინ წაიწია და სტეპნოესა და სევერნოეს ოკუპაცია მოახდინა“, – წერს DeepState „ტელეგრამ“ არხზე.
24 თებერვალს DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ს ჯარებმა სოფელი ლასტოჩკინო დაიკავეს, რომელიც ავდიივკას შემდეგ მათი პირველი სამიზნე იყო. „ტავრიის“ ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის სპიკერმა, დიმიტრი ლიხოვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, ორლოვკა-ტონენკოე-ბერდიჩის ხაზის გასწვრივ თავდაცვის გასაძლიერებლად, ლასტოჩკინოდან გავიდნენ.