DeepState – რუსებმა ილინკა დაიკავეს და კუპიანსკში შევიდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ილინკას დასახლება აიღეს, – ამის შესახებ ანალიტიკური პროექტი DeepState-ი იუწყება.
”მტერმა ილინკას ოკუპაცია მოახდინა და ასევე წინ წაიწია ნოვოდონეცკთან, ტრუდოვოისა და კუპიანსკთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
DeepState-ის ცნობით, რუსები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ.
DeepState-ის ცნობით, რუსული მხარე, რომელმაც მიიღო ინფორმაცია მათი წარმატებების შესახებ, ცდილობდა მხარდამჭერი ძალების გაგზავნას, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტერს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია