Daliani – ქართული „კონიაკი“ სპეციალურად რუსული ბაზრისთვის Bolero & Company-სგან

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული კომპანია Bolero & Сompany სპეციალურად ს ბაზრისთვის კონიაკის წარმოებას იწყებს.
რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, კონიაკი Daliani სასმელი ბრენდის მფლობელ Stellar Group-ის დაკვეთით დამზადდება, რომელიც რუსეთში არაყ Veda-ს და ბრენდ Old Barrel-ით არის ცნობილი.
Stellar Group-მა „კომერსანტს“ დაუდასტურა, რომ კონიაკის ბრენდი კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ლიცენზიით ქართველი მწარმოებლის ქარხანაში ჩამოისხმება.
„როსპატენტის” მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისიდან ალკოჰოლის მწარმოებელ Stellar Group-მა კონიაკ Daliani-ის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის რამდენიმე განაცხადი წარადგინა. საბოლოოდ, კომპანიამ მიიღო დეკლარაცია საქართველოდან კონიაკ Daliani-ის მიწოდების შესაბამისობის შესახებ, რომელსაც ადგილობრივი საწარმო, Bolero & Сompany Ltd აწარმოებს.
2023 წლის ნოემბერში მ ვახტანგ კარიჭაშვილი დაასანქცირა. ოფიციალური კარიჭაშვილსა და მის კომპანიას სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში ამხელს. კერძოდ, სასანქციო დოკუმენტის მიხედვით, კარიჭაშვილის უშუალო კონტროლქვეშ მყოფი ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგება მიუთითებს, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვა წარმოადგენს.
ცნობისთვის, შ.პ.ს Bolero & Company-ს მფლობელი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილია.
კომპანიის ვებგვერდის თანახმად, “ბოლერო და კომპანი” წარმოადგენს საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები: შპს “გრუზვინპრომი”, შპს “კ და ქართული სპირტი”, შპს „უნივერსალ სპირიტსი“ და ს პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია.
“ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილ ყურძნის ნახევარზე მეტს. “ბოლერო და კომპანი” და მასში შემავალი საწარმოო ჯგუფი სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე, რომელიც ორიენტირებულია მასიურ მომხმარებელზე”, – ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.
ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია,იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.