ზაფხულში „ლივერპული“ ექვს ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს, – იტყობინება „დეილი მეილი“.
გამოცემის მტკიცებით, პროცესი შეიძლება თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო მოჰამედ სალაჰით დაიწყოს. რაც შეეხება დანარჩენებს:
მცველ ენდრიუ რობერტსონს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია.
ასევე გაურკვეველია მცველ იბრაიმ კონატეს მომავალი, რომელსაც ხელშეკრულების გასაგრძელებლად დრო აპრილამდე მისცეს.
„ლივერპული“ გარემარბ ფედერიკო კიეზას მსურველი კლუბების შეთავაზებებს განიხილავს. მან ორი სეზონის მანძილზე მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის ნდობა ვერ დაიმსახურა.
ნახევარმცველ კერტის ჯონსზე სლოტი იმედებს კი ამყარებს, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას გეგმავს.
აგრეთვე მცველის, ჯოზეფ გომესის გასხვისებას აპირებენ. ის მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა, თუმცა არაა გამორიცხული, კონატეს გაყიდვის შემთხვევაში სიტუაცია შეიცვალოს.