Cybertruck შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ტანკი – მასკი

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, რომ Cybertruck-ის ელექტრო პიკაპის ნავად გამოყენებას შეძლებთ. ამის შესახებ Business Insider წერს.
„ჩვენ ვაპირებთ შემოგთავაზოთ მობილურობის პაკეტი, რომელიც Cybertruck-ს საშუალებას მისცემს, ნავივით გაიაროს მინიმუმ 100 მეტრი წყალზე. ამისათვის ჩვენ უბრალოდ უნდა გავაუმჯობესოთ კაბინის კარის ჰერმეტიზაცია“, – წერს მასკი X-ზე.
მასკმა Cybertruck-ი პირველად 2019 წელს წარადგინა, მაგრამ პიკაპის მიწოდება მხოლოდ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. მიუხედავად მანქანის კუთხოვანი დიზაინისა, მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.