CSR როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს – “თეგეტა ჰოლდინგი” 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს

“ პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. დოკუმენტი კომპანიამ გასულ წელს წარადგინა, 2023 წლის CSR აქტივობებიც სტრატეგიის მიხედვით დაგეგმა და განახორციელა. თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებაზე ზრუნვა, – კომპანიაში ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებები ჰოლდინგის ხედვების შესაბამისად განსაზღვრეს.