CSIS: ომში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები 2 მილიონ ადამიანს უახლოვდება

ვაშინგტონში დაფუძნებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, რუსეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს შორის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული, დაჭრილი ან დაკარგულია 1,8 მილიონი ადამიანი. აქედან 1,2 მილიონი რუსეთის მხარეს, 600 000 – უკრაინის მხარეს.
CSIS-ის ექსპერტების შეფასებით, ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ 315 000-მდე ადამიანი დაკარგა. 2025 წლის განმავლობაში რუსეთის ჯარისკაცებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 425 000 ადამიანი დაკარგეს, ანუ საშუალოდ დაახლოებით 35 000 ადამიანი თვეში.
ცენტრის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 140 000 ადამიანი დაკარგეს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორივე მხარის საერთო დანაკარგებმა შესაძლოა უკვე გაზაფხულზე გადააჭარბოს ორ მილიონს.
„ეს მაჩვენებლები განსაცვიფრებელია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ მსოფლიოს არცერთ წამყვან ქვეყანას არ განუცდია ასეთი დანაკარგები არცერთ ომში“, ხაზგამით აღნიშნავს CSIS და მათ ადარებს კორეის, ვიეტნამისა და ავღანეთის ომებში -ის დანაკარგებს. ცენტრის შეფასებით, რუსეთის არმიამ უკრაინასთან ომში 17-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე სსრკ-მ ავღანეთში და 11-ჯერ მეტი, ვიდრე ორივე ჩეჩნეთის ომის დროს.
ამ მასშტაბური დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ტერიტორიული მიღწევები შეზღუდული რჩება, ნათქვამია ანგარიშში. 2024 წლის იანვრიდან რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1,5% დაიპყრო და აკონტროლებს ქვეყნის დაახლოებით 20%-ს, ანუ 120000 კვადრატულ კილომეტრს.
2024-დან 2025 წლამდე კონტროლის ზონა მხოლოდ 8400 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა, რის შედარებაც, ექსპერტების თქმით, შეიძლება პირველი მსოფლიო ომის დროს წინსვლის უკიდურესად ნელ ტემპთან. ზოგიერთ რაიონში რუსეთის ჯარები დღეში 15-70 მეტრის სიჩქარით მიიწევდნენ წინ.
ჰაერში დრონების მუდმივი არსებობის გამო რუსეთის ჯარები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს მძიმე ჯავშანტექნიკის ფართომასშტაბიან განლაგებაზე და მცირე ჯგუფებად მოქმედებენ მოტოციკლებით ან ფეხით.
CSIS-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეთა დირექტორი სეთ ჯონსი მაღალ დანაკარგებსა და შეზღუდულ მიღწევებს მიაწერს რუსეთის ზოგად დასუსტებას, ასევე მიუთითებს ეკონომიკურ ფაქტორებზე, როგორიცაა მშპ-ს ზრდის შენელება და სანქციების გავლენა.