Cryptal გახდა პირველი და ერთადერთი ქართული კრიპტობირჟა, რომელიც საერთაშორისო პლატფორმა CoinGecko.com-ზე დაილისტა. ვინაიდან აღნიშნული საკმაოდ ავტორიტეტულ პლატფორმას წარმოადგენს ინდუსტრიაში, სიახლე არა მხოლოდ კრიპტალისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად ადგილობრივი ბაზრისთვის — გაიზრდება ქვეყნის, როგორც კრიპტოვალუტაზე კარგად ადაპტირებული ლოკაციის ცნობადობა და სანდოობა.
მარტივად რომ განვიხილოთ, CoinGecko ციფრული ვალუტის ბაზრის ფუნდამენტურ ანალიზს გვთავაზობს. ფასისა და საბაზრო კაპიტალიზაციის გარდა, პლატფორმა აანალიზებს საზოგადოების ზრდას, ღია კოდის შემუშავებას, მთავარ მოვლენებს და ჯაჭვურ მეტრიკას. მართალია, აქ პირდაპირ არ შეიძლება კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვა, თუმცა მოცემულია სია, სადაც ამ ოპერაციების შესრულებაა შესაძლებელი — შეიძლება ითქვას, CoinGecko ერთგვარი რეკომენდატორის როლს ასრულებს.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გაზრდილი ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით. გლობალურ და ისეთ სანდო პლატფორმაზე, როგორიცაა CoinGecko, პროდუქტის განთავსება არაერთ კომპლექსურ საკითხთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს — გარდა ტექნიკური და ფორმალური ნაწილისა, პროდუქტი CoinGecko-ს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაღალი დონის გათვალისწინებით. თანაც აქ მოხვედრა ავტომატურად ცნობადობის გაზრდას გულისხმობს — მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესამჩნევი ხდები.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რეპუტაციული სარგებელი, ვინაიდან პლატფორმა საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობასა და სანდოობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტალმა სრულად დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა თუ რეგულაცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ბირჟების გვერდით აყენებს ქართულ კომპანიას. მით უმეტეს, კრიპტოინდუსტრიაში რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ინდივიდი სრულიად დაცული იყოს კრიპტოს მოხმარებისას. ამ რეპუტაციისა და სანდოობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთი კი სწორედ ისეთ პლატფორმებზე არსებობაა, როგორიცაა CoinGecko.
უშუალოდ მომხმარებელთა სარგებელზეც რომ ვისაუბროთ, CoinGecko-ზე სრულფასოვანი ინტეგრაციის შედეგად, მათ შეეძლებათ, ლაივ რეჟიმში ადევნონ თვალი ბირჟების შესახებ სრულ ინფორმაციას — როგორც ტრანზაქციებს, ისე კომპანიის ზოგად ცნობებს. თავის მხრივ, ეს კრიპტალისთვისაც ღირებული საშუალებაა, მისწვდეს გაცილებით დიდ გლობალურ აუდიტორიას, ახალი, სანდო და რეპუტაციული გზით.
აღსანიშნავია, რომ Cryptal ასევე ერთადერთი ქართული ბირჟაა, რომელიც მეორე უმსხვილეს პლატფორმა Coinmarketcap-ზეც შეგხვდებათ. ეს კიდევ ერთი მთავარი წყაროა, სადაც კრიპტომოთამაშეებისა და ვალუტების აღრიცხვა თუ კატალოგირება სხვადასხვა პროცედურის შესაბამისად ხდება. სწორედ ეს განაპირობებს მსოფლიოს წამყვანი კრიპტო ბირჟებისა და პლატფორმების სანდოობას, უსაფრთხოებასა და რეპუტაციას.
ამგვარად, ჯერჯერობით Cryptal ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ორივეგან ილისტება. მსგავსი საერთაშორისო პლატფორმების მიერ აღიარება კი საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა არა მხოლოდ კრიპტალის, არამედ ქართული კრიპტოინდუსტრიისთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივ ბაზარზე კრიპტოინდუსტრიის მიმართ მეტი ინტერესი და ნდობა გაჩნდება. მთლიანობაში კი, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის გლობალური მომავლის ეკონომიკასთან ადაპტირებისათვის.
[R]