Cryptal-ზე SWAP გამოჩნდა – გადაცვალე პოპულარული კრიპტო ერთმანეთში
Cryptal-ზე სიახლეა – ერთი კრიპტო აქტივის მეორეში გადაცვლა უკვე პირდაპირ, SWAP ფუნქციის დახმარებით არის შესაძლებელია!
კრიპტო სამყარო და მასთან დაკავშირებული ისეთი პოპულარული ციფრული აქტივები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი ან USDT არიან, სულ უფრო აქტიურად ჩნდებიან ჩვენს ფინანსურ ცხოვრებაში.
მათი პოპულარობა საგრძნობლად გაზრდილია საქართველოშიც და მოიმატა ისეთი ადამიანების რაოდენობამაც, რომლებიც სხვადასხვა კრიპტო აქტივს ფლობენ ან ტრანზაქციების განსახორციელებლად მათ თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.
ამის პარალელურად, ადამიანებს გაუჩნდათ საჭიროება, რომ კრიპტოებთან დაკავშირებული სერვისები მაქსიმალურად სწრაფად, კომფორტულად და მარტივად მიიღონ – იქნება ეს კრიპტოს ყიდვა, სხვაგან გადარიცხვა თუ გადაცვლა.
სწორედ ამ საჭიროებას ემსახურება პლატფორმაზე სვაპ ფუნქციის გამოჩენაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ორი ქოინი ერთმანეთში პირდაპირ გადაცვალონ – ბიტკოინი ლაითქოინში, ეთერიუმი ბიტკოინში და ა.შ.
რა არის SWAP ფუნქცია?
კრიპტო სვაპი არის, ტრადიციული სავაჭრო მეთოდების გარეშე, ერთი კრიპტო აქტივის მეორეზე გადაცვლის მარტივი და სწრაფი გზა. ვაჭრობისგან განსხვავებით, რომელიც ბირჟაზე ორდერის განთავსებასა და მისი დაკმაყოფილების მოლოდინს გულისხმობს, სვაპი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტო აქტივები პირდაპირ ერთმანეთში გადაცვალონ.
SWAP-ის ფუნქცია აქრობს ბირჟის, გარიგებისა და მსგავსი, შედარებით რთული სერვისების საჭიროების აუცილებლობას. ნაცვლად ამისა, ის მომხმარებლებს აქტივების ერთმანეთში გადაცვლას სწრაფად და უპრობლემოდ სთავაზობს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ რომ ბაზრის ცვალებადობას მომენტალურად უპასუხონ და ვაჭრობის, დალოდებისა და ტექნიკური დეტალების გარეშე, მყისიერად შეძლონ სასურველი კრიპტო აქტივის მიღება პირდაპირ, სხვა ქოინის გამოყენებით.
სვაპი გამოირჩევა მომხმარებლებზე მორგებული ფუნქციონალით და მისი წყალობით კრიპტო ტრანზაქციები გაცილებით ხელმისაწვდომია, მათ შორის დამწყებთათვისაც.
H2: რა უპირატესობები აქვს SWAP გამოყენებას?
კრიპტალის ახალი ფუნქციით სარგებლობა მომხმარებლებს სიახლის პარალელურად, ნაცნობ ხარისხსა და უპირატესობებსაც სთავაზობს:
· სისწრაფე – ერთი აქტივის მეორეში გადაცვლა მყისიერად არის შესაძლებელი. სვაპი არ მოითხოვს დიდ დროს და არ ახასიათებს შეფერხებები. მომხმარებელს სასურველი კრიპტოს მიღება სწრაფად შეუძლია.
· სიმარტივე – არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გამოცდილება აქვს ადამიანს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით. სვაპის ფუნქციით სარგებლობა ერთნაირად მარტივია, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები მომხმარებლებისათვის.
· კომფორტი – თუკი ადამიანს ერთი კრიპტოს სანაცვლოდ მეორის მიღება უნდა, ამის გაკეთება ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე შეუძლია. არ არის საჭირო, ნაღდი ფულის ან სტაბილური ქოინების გამოყენება, დამატებითი ტრანზაქციები და ანგარიშზე თანხის შეტანა. კომფორტულად – ერთი აქტივის სანაცვლოდ მეორის მიღება რამოდენიმე კლიკშია შესაძლებელი.
· მრავალფეროვნება – კრიპტალზე სვაპის ფუნქციის გამოყენებისას ხელმისაწვდომია უამრავი ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივი, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან. მომხმარებელს მისი სურვილის მიხედვით შეუძლია შეარჩიოს სავაჭრო წყვილი და პლატფორმაზე არსებული უამრავი ქოინიდან მისთვის სასურველი ციფრული აქტივი მიიღოს.
H2: ვის სჭირდება SWAP-ის გამოყენება?
სვაპის გამოყენება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კრიპტოს მიღება სწრაფად და ზედმეტი პროცედურების გარეშე სურს. ფუნქციით სარგებლობა კი, განსაკუთრებით გამოსადეგია:
· დამწყებთათვის – სვაპი განსაკუთრებულად მოსახერხებელი იმ მომხმარებლებისთვის არის, რომლებსაც არ სურთ რომ შეხება ჰქონდეთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ტერმინებთან და ფუნქციებთან და ამის არც გამოცდილება გააჩნიათ. Swap სასურველი კრიპტო აქტივის მიღების გზას საგრძნობლად ამარტივებს.
· თრეიდერებისთვის – ადამიანებს, რომლებიც აქტივებს გრძელვადიანი პერიოდით ინახავენ, დროდადრო შეიძლება პორტფელის დაბალანსება და დივერსიფიცირება დასჭირდეთ. სვაპის ფუნქცია მათ საშუალებას აძლევთ, ბაზრის მერყეობის პერიოდში სწრაფად გადაცვალონ თავიანთი კრიპტო აქტივები სტაბილურ ქოინებში და დანაკარგებისგან თავი დაიცვან.
· სწრაფი ლიკვიდურობის მსურველთათვის – თუკი მომხმარებელს სჭირდება აქტივების სწრაფი კონვერტაცია – იქნება ეს ტრანზაქციები, განაღდებები თუ მსგავსი სცენარები – SWAP მყისიერ და ეფექტურ საშუალებად გვევლინება ლიკვიდურობის მძებნელთათვის.
H2: როგორ გადავცვალო ანუ დავსვაპო ერთი კრიპტო მეორეში?
იმისათვის, რომ მომხმარებელმა კრიპტო სვაპი ანუ ერთი ქოინის მეორეში გადაცვლა შეძლოს, კრიპტალზე მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია უნდა გაიაროს, რომელიც სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს.
ამის შემდგომ, პლატფორმაზე გამოჩნდება ველი სახელად Swap საიდანაც შესაძლებელია ერთი კრიპტოს მეორეში სვაპი.
პრინციპი მარტივია, საჭიროა ორი სასურველი აქტივის არჩევა – ერთი ქოინი, რომელსაც მომხმარებელი უკვე ფლობს და მეორე ქოინი, რომლის მიღებაც სურს. შემდგომ კი, უნდა მიუთითოს გადასაცვლელი კრიპტოს რაოდენობა.
სულ ეს არის, სვაპი მომენტალურად შესრულდება, მომხმარებლის ციფრული აქტივები კი, მის კრიპტო საფულეში აისახება.
H2: დასკვნა – კრიპტოს მიღების ახალი და სწრაფი გზა სახელად SWAP
კრიპტო აქტივების პოპულარობის ზრდის პარალელურად, იზრდება და მარტივდება მათზე ხელმისაწვდომობაც. ამაში კი, თავისი წვლილი კრიპტალსა და მის ახალ ფუნქციასაც შეაქვს.
SWAP-ის დახმარებით შესაძლებელია ერთი კრიპტო აქტივის პირდაპირ, მეორე ქოინში გადაცვლა, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურებისა და გართულებების გარეშე – BTC – ETH, LTC – SOL და ა.შ.
სვაპის გამოყენებით ადამიანები ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობას იღებენ, როგორიც სისწრაფე, სიმარტივე და მრავალფეროვნებაა. სასურველი კრიპტოს მიღება მყისიერად, დაყოვნების გარეშე არის შესაძლებელი და ის ყველასათვის ერთნაირად მარტივია, ინდუსტრიასთან დაკავშირებული გამოცდილების მიუხედავად.
