CPJ: მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი, 1992 წლის შემდეგ, რეკორდულად მაღალია

2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა – ინფორმაციას, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელარუსი და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით “თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებს.”
CPJ-ის თანახმად, 1 დეკემბრისთვის პატიმრობაში იყო 321 ჟურნალისტი. ეს სიდიდით მეორე მაჩვენებელია მას მერე, რაც 1992 წელს ორგანიზაციამ ამ მონაცემის აღრიცხვა დაიწყო.
მსოფლიოს ქვეყნებიდან დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი.
მათივე მონაცემებით, დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65%-ზე მეტს ედავებიან “ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს”, “ყალბი ცნობების გავრცელებსა” და “ტერორიზმს”.