COVID 19-ის შემთხვევების გამო WHO-ს დირექტორი პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს

მსოფლიოს მასშტაბით Covid-19-ისა და სხვა რესპირატორული დაავადებების გახშირებული შემთხვევების ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს.
Respiratory illnesses from #COVID19, flu and other pathogens have been on the increase in many countries for weeks and this is expected to continue following the recent holidays.

As individuals: make sure to test and seek care when needed because COVID-19 treatments can prevent…— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) January 5, 2024
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მრავალ ქვეყანაში გაზრდილია სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია Covid-19-ით, გრიპით და სხვა პათოგენებით. მოსალოდნელია, რომ ტენდენცია დღესასწაულების ფონზე გაიზრდება.
ინდივიდუალურად საჭიროა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სიკვდილი.
მთავრობებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ტესტირება და რესპირატორული დაავადებების მკურნალობა”. – წერს WHO-ს გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.
განვლილი 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების 826 115 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი, 204 000 შემთხვევა რუსეთშია გამოვლენილი.