COST ENIS-ის ქსელის თავმჯდომარე კრიშტოპ ვან მოლი – მოხარული ვარ, რომ ევროპის მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია საქართველოში, BTU-ს ორგანიზებით ტარდება

პირველად საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას BTU თბილისში მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 24 ქვეყნის 105 მაღალი რანგის მეცნიერი, მკვლევარი და პროფესორი სტუმრობს. აღნიშნული კონფერენცია ყოველ წელს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში იმართება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. ეს გახლავთ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონფერენცია, რომელიც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მობილობას ეძღვნება. მისი მთავარი მიზანი მეცნიერების, მკვლევრებისა და პრაქტიკოსების დაკავშირებაა. ძალიან 7, რომ ვმასპინძლობთ ადამიანებს ათეულობით ქვეყნიდან. ისინი სხვადასხვა კონტინენტიდან შეიკრიბნენ თბილისში, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრონ. საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი სამი დღე გველოდება,“ – განაცხადა COST ENIS-ის ქსელის თავმჯდომარემ, კრიშტოპ ვან მოლიმ.
COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ არის კვლევისა და ინოვაციების წამყვანი პლატფორმა ევროპაში.
COST-ის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა. „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, 180 წამყვან მეცნიერს, მკვლევარს, პრაქტიკოსს აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ