28 იანვარს “ლაციოსთან” გასვლით მატჩში “ნაპოლის” დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება და “კორიერე დელო სპორტი” ვარაუდობს, რომ მწვრთნელი ვალტერ მაცარი ქართველს იესპერ ლინდსტრიომით შეცვლის.
სასტარტოში თამაშის სურვილი აქვს “ვერონასგან” 20 მილიონ ევროდ შეძენილ სირილ ნგონჟის, რომელიც კარგ ფორმაშია. აგრეთვე განიხილებოდა ალესიო ძერბინის ვარიანტი, მაგრამ ის დღეს იჯარით “მონცაში” გაუშვეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ, ალბათ, ამ სიტუაციაში თავის გამოჩენის შანსი დანიელს მიეცემა და ის შეტევაში მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორისთან ერთად ითამაშებს.
ხვიჩას დაუფასებლობა, მხედველობაში მაქვს სათადარიგო ფეხბურთელებსე დაბალი ანაზღაურება, პირდაპირპროპორციულად აისახება მისი თამაშის ხარისხზე არა იმიტომ, რომ ის განზრახ არ თამაშობს, არამედ დაუფასებლობის და სახელფასო დისბალანსი იწვევს აღნიშნულ რეგრესს ბუნებრივად რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს ეს!