Corriere dello Sport: კვარაცხელიას განსაკუთრებული როლი “მილანთან” და მაცარის ახალი სტრატეგია

11 თებერვალს სერია A-ს 23-ე ტურში “ნაპოლი” “სან სიროზე” “მილანს” დაუპირისპირდება. Corriere dello Sport-ი იტყობინება, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი მეტოქეს სიურპრიზს უმზადებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაცარი “როსონერისთან” თავის გუნდს განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს, სადაც განსაკუთრებული როლი ს მიენიჭება – სქემა 3-5-1-1 იქნება, კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გაირჯება და დაცვასაც დაეხმარება. აღნიშნულია, რომ სტუმართა რიგებში უპირატესად სწრაფ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებიც მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგეს დიდ ბრძოლას გაუმართავენ და უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ მისცემენ.
“ვერონასთან” გამარჯვება ნეაპოლელთათვის მნიშვნელოვანი გახლდათ, მაცარისთვის ეს მატჩი
გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს და თავის გუნდს ახალი ტაქტიკით საასპარეზოდ ამზადებს. პოლიტანომ ინდივიდუალურად ივარჯიშა და შეიძლება “როსონერისთან” ითამაშოს. სავარაუდოდ დაბრუნდებიან მერეტი და ოლივეირა. მათ უკვე დაიწყეს ვარჯიში.
ხაზგასმულია, რომ მსგავსი სტრატეგიით “ნაპოლი” “ლაციოს” დაუპირისპირდა, თუმცა მაშინ ბევრი წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა, ახლა კი სრულიად სხვაგვარი სიტუაციაა.